სიახლები

22-10-2019 ანაბასისის მკვლევართა კლუბის წევრები სამეცნიერო პიკნიკზე თბილისში.

ილიაუნმა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტრადიციულად გამართა სამეცნიერო პიკნიკი. აღნიშნული ღონისძიების მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები. 2019 წლის 28 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, მასტერკლასები და სახალისო კონკურსები სხვადასხვა მიმართულებებით. პიკნიკზე ნორჩმა ანაბასისელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს. პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და მარინა ხუსკივაძე.

ნანახია 1929-ჯერ